10:09 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 12:00:57, 480 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 69-ე ონლაინ სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე ონლაინ სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

სესიაზე, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას ეძღვნებოდა, მინისტრმა საქართველოს გარემოსდაცვით პოლიტიკაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტია და ყურადღება მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა კლიმატის ცვლილების შერბილების, განახლებადი ენერგიის წარმოების და ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების  მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა სესიის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებიც გააცნო.

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ონლაინ სესიაში მსოფლიოს 20 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics