|
2021-04-21 11:02:34, 590 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო. კომპანია „მარიკულტურა გეორგია“ ორ ობიექტს - აჭარაში საზღვაო ფერმას და გადამმუშავებელ საწარმოს და თბილისში შოკური მეთოდით გაყინვის საწარმოს აერთიანებს. საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა. 2020 წელს, შავ ზღვაში, სოფელ კვარიათთან, ფუნქციონირება დაიწყო კომპანიის „მარიკულტურა გეორგია“ წყალქვეშა ზღვის ფერმამ, სადაც ზღვის პროდუქტების კულტივირება და მოყვანა ხორციელდება. ძირითადი აქცენტი კეთდება შავი ზღვის მიდიებზე (mutilus galaprovinciale) და ხამანწკებზე (oyster grasoteria gigas). კომპანიის წყალქვეშა საზღვაო ფერმა 70 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. მისი წარმადობა, სეზონზე, 30 ტონა მიდიას და 10-15 ტონა ხამანწკას შეადგენს. მიდიის ზრდასრულ ასაკამდე გაზრდას 2 წელი, ხოლო ხამანწკის - 4 წელი სჭირდება. წარმოებული პროდუქციის ცოცხალი სახით რეალიზება მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში, კომპანია მომხმარებლებს შოკური მეთოდით გაყინულ პროდუქციას სთავაზობს. „მარიკულტურა გეორგიას“ პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხდება. იგეგმება პროდუქციის გატანა ექსპორტზე; შემოთავაზება მიღებულია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონ-კონგიდან და კანადიდან. მიდიებისა და ხამანწკების წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, კომპანია სპეციალური გემის შეძენას გეგმავს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)