|
2021-04-21 10:06:10, 485 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, განსახლების პროცესი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო. „დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. დევნილთა განსახლების წესი 2013 წელს უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა, თუმცა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, დგება ცვლილებების საჭიროება. ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შედგა შეთანხმება, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილების შესახებ დეტალური პრეზენტაცია გამართა. „უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინეთ თავად დევნილი ოჯახების მოთხოვნები. იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც უშუალოდ შეეხო დევნა განსახლებისას პრიორიტეტი, დამატებითი ქულა, მიენიჭება. ამასთან, იზრდება „სოფლად სახლის“ შესყიდვისას თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა და დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემი ახალაშენებული ბინების მინიმალური ფართობი“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განსახლების პროცესში დევნილი ოჯახების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)