|
2021-04-19 16:41:12, 1048 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონმა „გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები“ დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონისა და აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფის მიერ დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებულ სხვადასხვა ლოკაციებზე „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) გაიმართა. სწავლება ორიენტირებული იყო არაკონვენციური და ასიმეტრიული ბრძოლების წარმოებაზე. სწავლება ორ ფაზად, მოსამზადებელი და კულმინაციური წვრთნებით განხორციელდა. მოსამზადებელ ფაზაში სამედიცინო, საცეცხლე, ტაქტიკური და არაკონვენციური ბრძოლების მომზადების სავარჯიშოები ჩატარდა. კულმინაციურ ფაზაში კი, შექმნილი სცენარის მიხედვით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით, მოხდა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაციის, რეიდის განხორციელება. კულმინაციური წვრთნები უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანის სახელობის საწვრთნელ ბანაკში განხორციელდა. სწავლება სტრატეგიულ პარტნიორთან გამოცდილების გაზიარებას და სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ასიმეტრიული ბრძოლების წარმოების დროს ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად. წვრთნების მიზანი ასევე, სახელმწიფო უწყებებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)