|
2021-04-15 12:46:18, 541 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: თავს კარგად ვგრძნობ და ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, უცხოეთში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ ჯანმრთელია და შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს. „უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, თუ როგორ არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: ჩავიტარე დამატებითი სამედიცინო კვლევები და ბედნიერი ვარ, რომ შედეგები არის კარგი. კარგად ვარ, ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება თბილისს“, - აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში. ვიდეომიმართვაში თბილისის მერი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი პარკის მშენებლობის პროექტსაც შეეხო და დაინტერესებულ პირებსმოუწოდა, ჩაერთონ პროექტის განხილვაში. „კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ცენტრალური პარკის პროექტს. იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აკეთებს. ეს ტერიტორია საჩუქრად ივანიშვილების ოჯახისგან გადმოეცა მუნიციპალიტეტს და ამ პროექტსაც უშუალოდ ახორციელებს ფონდი „ქართუ“. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცესამუშაოების დასრულების შემდეგ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მოქალაქეების ჩართულობას, რათა რაც შეიძლებამეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადეოაბს პროექტთან დაკავშირებით. ერთი შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ეს იქნება მაგარი დასასვენებელი ადგილი, რეკრეაციული სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ, გაერთონ და აშ. ასე რომ, ორშაბათიდან ჩვეულებრივად ვუბრუნდები სამუშაოს და ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, ვისაუბრებთ პრობლემებზე, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ქალაქში. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რატი იონათამიშვილი – ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდას ავრცელებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც კატასტროფული სიტუაცია იყო
ეკა კუპატაძე – ბრძოლის სერიოზული ეტაპი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ სამართალი აღდგა
კახა კახიშვილი - თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, მეტი ეჭვი გააჩინა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)