23:42 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 15:24:08, 832 ნახვა

რეგიონი
„სოლიდარობა რიონის ხეობას“ - ქუთაისში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მოედანი გადაკეტეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სრულად პარალიზებულია ქალაქის ცენტრალური მოედანი და შეზღუდულია ავტომობილებით გადაადგილება.

ქუთაისში მიმდინარე აქციის პარალელურად გუმათის დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობა არის შეკრებილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „გუმათჰესთან“ რკინის ჯებირები განალაგეს.

დაძაბული ვითარება იყო გუმათის დასახლებაში გუშინ ღამითაც, „რიონის ხეობის მცველებმა“ კომპანია „ენკას“ ერთ-ერთი ოფისის პიკეტირება მოახდინეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპიება მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics