|
2021-04-08 10:58:28, 955 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ცენტრის დირექტორთან, იანის სარტსთან შეხვედრაზე. მხარეებმა თანამედროვე საინფორმაციო საფრთხეებთან და პროპაგანდასთან ეფექტიანად ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიებსა და მასთან გამკლავების გზებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წლიდან ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეროვნულ დონეზე. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული კომუნიკაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციტივაა. ცენტრთან თანამშრომლობით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაარსდა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)