|
2021-04-06 14:57:16, 1067 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის დადგენილების თანახმად ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების ტექნიკურ პირობებში ცვლილებები შევიდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, შეიცვალა ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესი და პირობები. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, სავალდებულოა სისტემაში ჩართვამდე და სისტემაში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში, ავტოსადგომის მფლობელმა უზრუნველყოს, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულ ონლაინ ფორმატში, ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელება. ამასთან, ვიდეომეთვალყურეობის ოპერაციული სისტემის შერჩევისას, ავტოსადგომის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვიდეოკონტროლის განხორციელების მიზნით დამონტაჟებული პროგრამული უზრუნველყოფა, შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებულ ლიცენზირებულ სისტემებს უნდა შეესაბამებოდეს. დეტალური ინფორმაცია დადგენილებაში შესული ცვლილებების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5134652?publication=0 აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია საზღვარზე გადაადგილებული სატვირთო გადაზიდვებისათვის თანაბარი, სამართლიანი და კანონშესაბამისი წესების დაცვის მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაკეთილსინდისიერად საზღვარზე არსებული რიგის დარღვევის და ზოგიერთი სატვირთო ავტომანქანის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობის შესაძლებლობა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის მართვის სამმართველოს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ავტოსადგომების მფლობელებთან და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან, როგორც ვიდეო ჩამწერი მოწყობილობების, ასევე, დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების შესახებ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)