|
2015-01-31 10:42:25, 1577 ნახვა
სამართალი
შსს-მ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2014 წლის 29 დეკემბრიდან თაღლითობის ბრალდებით ძებნილი, 1977 წელს დაბადებული ვუგარ მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ვუგარ მ. 2014 წლის მაისში თაღლითურად დაეუფლა თავისი თანასოფლელის, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ 4 700 ლარს. 2014 წლის 29 დეკემბერს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვუგარ მ-ს დაკავების შესახებ განჩინება გამოიტანა და აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში დააკავეს. ამ დროისთვის ვუგარ მ. სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია შესახლებული. გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)