|
2021-04-04 17:08:11, 658 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან, და ეს როგორც ყოველთვის სიკეთის და ადამიანებზე ზრუნვის სარჩულითაა შეფუთული
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიოს (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა, რომ გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან, სულიერებასთან და ეს როგორც ყოველთვის სიკეთის და ადამიანებზე ზრუნვის სარჩულითაა შეფუთული. მან ჯვრის თაყვანისცემის კვირის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველგან, ტაძრებში, გამობრძანებულია წმინდა ჯვარი, როგორც შეხსენება ჩვენთვის სულიერი მიზნისა ამ დიდ მარხვაში. „აი, ამ ყველაფერზე ვფიქრობთ და ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება ეს; სიწმინდე დღესაც შეურაცხყოფილია, დღესაც გრძელდება ჯვარცმა, დღესაც გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან, ბრძოლა სულიერებასთან და, როგორც წესი, ეს ყოველთვის შეფუთულია სიკეთის, ადამიანებზე ზრუნვის სარჩულით. ინერგება ისეთი ღირებულებები, ისეთი ბოროტება, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ბოროტებად მიიჩნეოდა, მას კი ხშირად სარჩულად ედება ადამიანებზე ზრუნვა, ხშირად ადამიანების გამოხატვის უფლების, ასე ვთქვათ, დაცვა და ა.შ. ასე რომ, დღეს ასევე ვფიქრობთ ქრისტეს ჯვარზე, როგორც არჩევანზე. ეს არჩევანი ჰქონდა პილატესაც, დაებანა ხელი და გადაეცა ქრისტეს ჯვარცმისთვის თუ არა; ეს არჩევანი ჰქონდათ იმ მეომრებსაც, ჯვარს ეცვათ თუ არ უფალი იესო ქრისტე და ჩვენც ეს არჩევანი გვიდგას ყოველთვის. ეს არის მთავარი. ამაზეა დამოკიდებული ერისა და ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, თუ რა არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ. უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ „მე მოვედი ამქვეყნად განსასჯელად და არა – დასასჯელად“. იგი მოვიდა, რათა განსაჯოს და არა - დასაჯოს. და აი, ასეთ სამსჯავროზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯვარცმული სიყვარულის, ჯვარცმული სიკეთის, ჯვარცმული სიმართლის სამსჯავროზე ვდგავართ ყველა ყოველ წამს ჩვენს სინდისთან და ყოველდღე ჩვენს ცხოვრებაში და ამაზეა დამოკიდებული, რა არჩევანს გავაკეთებთ. უფალმა ინებოს, რომ გავაკეთოთ ის არჩევანი, რომელსაც ყოველთვის ირჩევდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ ჯვარცმული სიყვარულის მხარეს, უფლის ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“, - განაცხადა მეუფემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)