|
2021-03-29 13:41:11, 1294 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩს უმასპინძლა
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ნატოში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩთან გაცნობით შეხვედრაზე განიხილა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის წვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების საქმეში და წლების განმავლობაში გაწეული მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებულ ინიციატივებზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს. შეხვედრას თურქეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბურაკ ალთინერი დაესწრო.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)