11:29 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 11:43:08, 954 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ლომბარდებმა 322.8 მილიონი ლარის სესხი გასცეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს ლომბარდებმა 322.8 მლნ. ლარის სესხი გასცეს.

მათივე მონაცემებით, გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი იურიდიულ პირებზე მოდის.

ამასთან, სესხის საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 27.8 პროცენტი შეადგინა.

„საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში – 27.9 პროცენტს, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 24.3 პროცენტს შეადგენდა. საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 22.3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. რეგიონების მიხედვით გაცემული სესხების ყველაზე მაღალი წილი თბილისზე (66.3 პროცენტი) მოდის, აჭარა (22.6 პროცენტი), იმერეთი (4.6 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (4.2 პროცენტი) და ქვემო ქართლი (1.1 პროცენტი). ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება რეგიონების მიხედვით აღებული სესხების მთლიან მოცულობაშიც. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 193 ლომბარდია რეგისტრირებული. აქედან 46.1 პროცენტი თბილისში მდებარეობს, 14.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.4 პროცენტი – აჭარაში, ხოლო 13.0 პროცენტი დანარჩენ რეგიონებში“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Axios: გარდაცვალებამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics