06:23 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 20:40:00, 1032 ნახვა

საზოგადოება
"პატრიოტთა ალიანსი" ხვალ დიდ აქცია-მსვლელობას გამართავს

საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“ ხვალ, დიდ აქცია-მსვლელობას გამართავს.

აქციის მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯაა.

აქცია 15:00 საათზე, შოთა რუსთაველი ძეგლთან დაიწყება, საიდანაც აქციის მონაწილეები მსვლელობით კორტებთან, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა მოკლული ახალგაზრდების მემორიალთან მივლენ.

საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოს პატრიოტები ბათუმში დაწყებული აქციის ციკლს აგრძელებენ.

„ თუ 31 იანვრამდე ხელისუფლება არ გამოავლენს ვაზაგაშვილის მკვლელებს, არ გახსნის დანაშაულს, ჩვენ დღის წესრიგში დავაყენებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. ვიმეორებ: 31 იანვრის საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება სამართალიანობის აღდგენის მოთხოვნა, რასაც შეეწირა ირინა ენუქიძე და ახლა უკვე იური ვაზაგაშვილი.ჩვენ ვალდებული ვართ, გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლიანობისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის და ,გარწმუნებთ, რომ ამ ბრძოლას ქართველი ხალხის გამარჯვებით დავასრულებთ“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics