03:26 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 16:14:17, 1112 ნახვა

რეგიონი
შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრად საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი იმყოფებოდა

დღეს, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

დიპლომატს თან ახლდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.

დიეგო კოლასი შშმ პირთა დღის ცენტრში არსებულ ვითარებას გაეცნო. დაინტერესდა ცენტრის საქმიანობით, ბენეფიციართა სარეაბილიტაციო პროგრამების მომსახურებითა და სხვა საკითხებით. დღის ცენტში ბენეფიციარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარებისა და გართობისთვის, რათა თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახვადასხვა მომსახურება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. კვება და ტრანსპორტირება შეადგენს ასევე მომსახურების ნაწილს.

სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით. დღის ცენტრის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკურ გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა, საჭიროებაზე მორგებული მომსახურება, ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics