|
2021-03-18 14:39:05, 363 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით ქართველ მეცნიერებს მათი გამოგონებების კომერციალიზაციაში დავეხმარებით
„მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ დადგენილება ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც შეეხება სამეცნიერო გამოკვლევებსა და გამოგონებებს, რაც ჩვენს ქართველ მეცნიერებს აქვთ დამუშავებული სხვადასხვა ქართულ სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში. ჩვენ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით, დავეხმარებით მათ ამ გამოგონებების კომერციალიზაციაში. ეს არის ძალიან კარგი ხიდი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წარმოდგენილი დადგენილებით განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესი. მისი მიზანია, უზრუნველყოს საქართველოში არსებული სამეცნიერო მიღწევების ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრალიზებული შესაძლებლობა, რომელიც თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ყველა მეცნიერისთვის, განურჩველად იმისა, რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეკუთვნება მეცნიერი, თუ დამოუკიდებელად საქმიანობს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაეხმარება ქართველ მეცნიერებს, იპოვონ დაინტერესებული ინვესტორები თავისი გამოგონებებისთვის და ამით ჩადგნენ ეროვნული და გლობალური ეკონომიკის სამსახურში. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ მოიპოვა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომლითაც განხორციელდება ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტი, მასში ჩართულნი არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტები, რომლებიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, შეაფასებენ კომერციალიზირებად პროექტებს და შეიმუშავებენ კომერციალიზაციის გეგმებს. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში შერჩეულია 9 სხვადასხვა აქტუალური ტექნოლოგია, რომლებიც შემუშავდა მეტალურგიის, არაორგანული ქიმიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტებში, საქართველოს სამედიცინო და აგრარულ უნივერსიტეტებსა და სხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებში. „ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მეცნიერებს, რომ მათმა გამოკვლევებმა მიიღონ ბაზარზე აღიარება და იპოვონ დაინტერესებული ინვესტორი“, - განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)