00:08 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 12:54:25, 466 ნახვა

საზოგადოება
საკმაოდ მძიმე საუბარი იყო, პროკურატურის განზრახვაა, დაადგინოს წყარო - TV პირველის საქმეზე ნოდარ მელაძე გამოიკითხა

ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების საქმეზე, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

როგორც ნოდარ მელაძემ დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის განზრახვა ერთადერთია, რომ დაადგინოს ინფორმაციის წყარო.

მისივე თქმით, პროკურატურას ტელეკომპანია ჩანაწერებს იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ ისინი დაიწყებენ გამოძიებას სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ფარულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებენ.

„პროკურატურის განზრახვა არის ერთადერთი, რომ გაარკვიონ, ვინ არის წყარო. საკმაოდ მძიმე საუბარი იყო გამოკითხვის დროს. კითხვები ეხებოდა საიდან, რა ფორმით, რომელ დღეს, რომელი მატარებლით, ვისგან - მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ, რომ როგორმე დაადგინონ წყარო.

მე პირდაპირ ვუთხარი პროკურატურას, რომლებიც წარმოდგენლები იყვნენ პროცესზე, რომ როგორც კი დავინახავთ განზრახვას, რომ ისინი გადააკვალიფიცირებენ მუხლს და დაიწყებენ გამოძიებას სავარაუდო დანაშაულებებთან დაკავშირებით, იმ ძალადობებზე, რომლებიც იქ იყო, რომლის ფიგურანტებიც არიან ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხსენიებული პირები, ჩვენ გადავცემთ მათ ჩანაწერებს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ჩვენთან რედაქციაში და არა იმ ფორმით, რასაც ისინი ითხოვდნენ“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics