|
2015-01-30 17:19:04, 2112 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი ქადაგიძის განცხადებას გამოეხმაურა
„მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის კონტროლი არის ეროვნული ბანკის ექსკლუზიური სფერო. რაც შეეხება საბიუჯეტო მხარეს, იანვარში გეგმა შესრულებულია მცირეოდენი გადაჭარბებითაც კი“,-ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებას. მისივე თქმით, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან მკაცრი და კოორდინირებული კონტროლის ქვეშ არის. „მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საგარეო მოვლენების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ვალუტის კურსზე იყოს რაც შეიძლება მინიმალური. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და, ფაქტობრივად, ონლაინ-რეჟიმში ვუყურებთ ყველა პარამეტრს. როგორც კი ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, შეთანხმებულად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით რაიმე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. ერთი უნდა ითქვას, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან არის მკაცრი და კოორდინირებული კონტროლის ქვეშ‘’,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)