02:12 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 11:07:44, 652 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ კომენდატის საათი მარტის ბოლოს მოიხსნას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ე.წ კომენდატის საათი მარტის ბოლოსთვის მოიხსნას.

მისივე თქმით, ეპიდსტიცუაციის სტაბილიზაციის ფონზე, აღნიშნული შეზღუდვა შემსუბუქდება, თუმცა საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს.

„ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე ან 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპობრივად კიდევ სხვა შეზღუდვებიც მოიხსნება. დარწმუნებული ვარ, რასაც მეკითხებით, ისიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე. ყოველი შემსუბუქების შემდეგ, ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას და თუ ასეთი სტაბილური იქნა შემდგომ ეტაპზე, საკითხი იქნება განხილული, თვის ბოლოს შეგვიძლია ველოდოთ ამ გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics