|
2021-03-13 11:44:59, 482 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს წყალტუბოში ახორციელებს
კიდევ ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს იუსტიციის სამინისტრო წყალტუბოში ახორციელებს. უახლოეს მომავალში იქ იუსტიციის სახლი გაიხსნება. მშენებლობა დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ მოინახულა და პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო. დღეს საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან 6 მშენებლობა მიმდინარეა, დანარჩენ 7 რაიონში კი, ან უკვე მზადაა სამშენებლო პროექტები და შერჩეულია მიწის ნაკვეთები, ან ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს. იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა წყალტუბოს მცხოვრებთ უახლოეს ხანში შეეძლებათ. წყალტუბოს იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ. წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქ ქუთაისსა და ხონში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები. წყალტუბოს იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ ფილიალებიდან, რომლებიც 2021 წელს გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 13 ადამიანი. მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, გარდაბანში, ხაშურსა და სამტრედიაში. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 13 ახალი ფილიალი შეემატა. 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონის, ბოლნისისა და ქარელის მცხოვრებთაც შეუძლიათ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)