|
2021-03-09 23:18:31, 596 ნახვა
კომენტარი
ევროპარლამენტარი - დარწმუნებული ვარ, რომ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუასა და ნიკა მელიას
„დარწმუნებული ვარ, რომ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუასა და ნიკა მელიას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე შეთანხმება უნდა შესრულდეს და საქართველო თავის გზას დაუბრუნდეს. „კოლეგებო და საქართველო, არ შემიძლია, არ ვახსენო თუ როგორი სიმბოლურია, რომ 8 მარტის შეთანხმებიდან და დაპირებებიდან, როდესაც საქართველოში მძაფრი შიდა დაძაბულობა იყო, ერთი წელი გავიდა, ახლა კი ვითარება უფრო მძიმეა. ამის ყურება საწყენია, მაგრამ ამ გრძნობაზე არ შევჩერდები. გასულ წელს საქართველომ შეძლო კრიზისის დაძლევა და ახალი ფურცლის გადაშლა საარჩევნო სისტემის ცვლილებით. ჩვენ მათ ამაში დავეხმარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევძლებთ დახმარებას და საქართველოც თავის გზას დაუბრუნდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გაუმჯობესებას და გაათავისუფლებენ პოლიტპატიმარ რურუას, როგორც უკვე შეთანხმებულები ვიყავით, და ასევე მელიას. მოქალაქეებს კი უფლება მიეცემათ, აირჩიონ ის, ვინც მათ წარმოადგენს, ისეთ სისტემაში, რომლის სამართლიანობაზეც ეჭვები არ იარსებებს“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)