14:47 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 14:49:12, 722 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს პერიოდში განახორციელებს საკონსულტაციო შესყიდვას, რათა მომზადდეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო". დღეს მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა, რათა მოვამზადოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, ტენდერი, რომელიც უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტანტთან ერთად, იმისთვის, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტით, პირველ რიგში დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

„რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოლა ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში. თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგები მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ჩვენ ყველა წესის დაცვით ჩავატარებთ ტენდერს. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მიუხედავად პანდემიიდან გამომდინარე საკმაოდ დინამიური და რთული მსოფლიო ვითარებისა, და რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა პროცესისა, ეს პროექტი იყოს წარმატებულად შესრულებული“, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics