|
2015-10-07 17:54:55, 2468 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქედაში პჯდ ცენტრების საქმიანობას გაეცნო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამგებელ დავით დუმბაძესთან ერთად პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მერისის თემის პჯდ ცენტრის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო მომსახურების კუთხით არსებული მდგომარეობა მოისმინეს. ექიმ ანზორ ბროლაძის განმარტებით, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება უწყვეტად მიეწოდება, ამბულატორია მომარაგებულია საჭირო მედიკამენტებით, ცენტრს გამგეობა გათბობისათვის საჭირო საშეშე მასალას უახლეს პერიოდში გადასცემს. მერისის თემის პჯდ ცენტრი 1 200 კომლს ემსახურება. მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამას 2016 წელსაც განახორციელებს, რომლის ფარგლებში მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) 43 სოფლის ექიმი ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარს, ხელვაჩაურის და ქობულეთის 64 სოფლის ექიმი 150 ლარს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)