|
2015-10-07 17:31:45, 1045 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რაფ ჰალტონის“ მეთაურს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ქართველი სამხედრო რაგბისტების საერთაშორისო ტურნირში მხარდასაჭერად გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების სამხედრო ბაზის „რაფ ჰალტონის“ მეთაურს, კაპიტან ბერნს შეხვდა. „რაფ ჰალტონი“ სწორედ ის ბაზაა, სადაც ქართველი სამხედრო რაგბისტები საერთაშორისო ტურნირისთვის ყოველდღიურად ვარჯიშობენ. გენერალური შტაბის უფროსმა ბრიტანელ ოფიცერს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, შემადგენლობა და განხორციელებული რეფორმები გააცნო. მხარეები მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რაგბის ჩემპიონატიც. როგორც გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, „რაფ ჰალტონის“ მეთაურმა საქართველოს რაგბის ჩემპიონატში წარმატებები უსურვა. „შევეხეთ რაგბს. ბაზის მეთაურმა გვისურვა წარმატება როგორც ეროვნულ, ასევე შეიარაღებული ძალების ნაკრებების დონეზე. ჩვენ სამხედროებს ძალიან მძიმე თამაში ელით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდთან. მან ხაზი გაუსვა, რომ აქ მთავარია არა მოგება, არამედ მონაწილეობა და ის გრძნობა, რომელიც გეუფლება მოთამაშეს, როდესაც დიდი რაგბის ოჯახის წევრი ხარ“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედის დასრულების შემდეგ.
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)