08:52 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 14:44:23, 494 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატის გამგეობა რაიონის ნოტარიუსებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ და გამგეობის წევრმა ცირა ლომაიამ დუშეთის ახალ დანიშნული ნოტარიუსები მოინახულეს.

დავით ფუტკარაძე და ცირა ლომაია ნოტარიუსების, ქეთევან ლიპარტიანის და სვეტლანა კლოიანის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ და გამგეობის წევრმა ახალ დანიშნული ნოტარიუსების პრაქტიკული საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემები მათთან ერთად განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს.

ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ნოტარიუსებს, რომლებიც სანოტარო საქმიანობას სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებენ, ეცნობიან მათ სამუშაო პირობებს და იმ საჭიროებებს, რომელთა მოგვარებაშიც მათ პალატის დახმარება სჭირდებათ. განსაკუთრებულ ყურადღებას ნოტარიუსთა პალატა ახალდანიშნული და იმ ნოტარიუსების მიმართ იჩენს, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში საქმიანობენ. სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტული მიმართულებაა.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დაწყებული სანოტარო რეფორმის შედეგად დღეს სანოტარო მომსახურება უკვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. 2013 წლიდან ნოტარიუსები დაინიშნენ იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც ან არასდროს ყოფილა ნოტარიუსი, ან დიდი ხნის მანძილზე არ იყო სანოტარო ბიუროები.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებენ, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებს, რომლებიც ასეთ რაიონებში საქმიანობენ, მატერიალურ დახმარებასაც უწევს. რაიონის ნოტარიუსებთან გამგეობის წევრების შეხვედრა მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics