14:50 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 08:58:09, 1751 ნახვა

სამართალი
ნიკა მელია დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესულმა სამართალდამცველებმა პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

სპეცრაზმმა ოთახში, სადაც ოპოზიციონერები იმყოფებიან, სავარაუდოდ, ცრემსადენი გაზი გაუშვა და ოპოზიციონერი ალყაშემორტყმული გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ პოლიცია „ენმ“-ის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე საათის წინ შევიდა. მართ შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან და სახანძრო კიბის საშუალებით სცადეს.

სამართალდამცველებმა ოფისიდან გამოაძევეს იქ შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და აქტივისტები. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ რომ მათი გამოყვანა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით მოხდა.

„23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე მოიყვანეს სპეციალურად. მრცხვენია. ეს დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“ ტრაგიკულად. დროშია უბრალოდ გაწელილი ეს პროცესი. დალეწეს ყველაფერი, წიხლებს გვირტყამდა იქ მყოფი პოლიცია. აბსოლუტურად ყველა კარი მოჭრეს“, - განაცხადეს აქტივისტებმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics