12:18 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 21:54:50, 447 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: მომდევნო 4 წლის მანძილზე, ჩვენი გეგმის თანახმად 13 000 დევნილი მიიღებს საცხოვრებელს

„ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნებდით საკუთარ სამშობლოში დევნილ მოსახლეობაზე და ამ პირობას ჩვენ ურყევად ვასრულებთ",-ამის შესახებ ეკატერინე ტკარაძემ , პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროს მიერ უკვე დაკმაყოფილდა 23 000-მდე დევნილი ოჯახი.

„2021 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს 3500-მდე დევნილი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება. ხოლო მომდევნო 4 წლის მანძილზე, ჩვენი გეგმის თანახმად 13 000 დევნილი მიიღებს საცხოვრებელს.

გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, ჩვენი ამოცანაა დევნილებს დავეხმაროთ სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. ამ მიზნით ჩვენ მათ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას დასაქმების, საარსებო წყაროების შექმნისა და პირადი ბიზნეს საქმიანობის განხორციელებისთვის.

ჯანმრთელი მოქალაქე, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო კვლავ რჩება ჩვენი უწყების ურყევ პრიორიტეტად", - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics