11:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 21:23:22, 432 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა დისკომფორტია, მოვუწოდებ მათ, შემობრძანდნენ და აქ გავმართოთ დებატები

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა დისკომფორტს წარმოადგენს.

„რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დისკომფორტია, თუმცა ბატონმა ალეკო ელისაშვილმა  მწვავე კითხვები დამისვა ესებუაზე და პასუხი გავეცი. რა თქმა უნდა, დისკომფორტია და ქვეყნისთვის არის პირველ რიგში ცუდი. არ მგონია, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრმა თქვას, რომ ეს კარგია და მოსწონს. როდესაც ჩვენ გვინდა ევროპისკენ, ნატოსკენ წასვლა, ეს თემა არ არის სწორი და კარგი. მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციას, შემობრძანდნენ და აქ გავმართოთ დებატები და არა ქუჩაში, ჭიდაობასა და ერთმანეთის ლანძღვაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სიძულვილის ენა, ერთმანეთის ლანძღვა, მათი ოჯახის წევრების და ა.შ.“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics