|
2021-02-21 20:35:03, 378 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებით აღჭურვას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე 2021 წლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყება დიდ ყურადღებას დაუთმობს თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატურებით აღჭურვის პროცესს. მისი თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარებასაც. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ბატონი პრემიერობის კანდიდატის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო და რომლის განხორციელება და გაძლიერებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა, გახლავთ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების შეძენა და რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარება“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თავდაცვის ძალების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით აღჭურვა გაგრძელდება. „თავდაცვის ძალებში დაწყებულია ნატოს სტანდარტების შეაიარაღებაზე გადასვლის პროცესი. ეს პროცესი აუცილებლად იქნება მიყვანილი ბოლომდე. მიმდინარე წელს ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის აღჭურვას ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით“, - აღნიშნა მან.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)