|
2021-02-19 22:18:57, 570 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიამ შინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება
„ნიკა მელიამ შინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას საქმეზე „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა დისკუსია კიდევ იყოს. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ფიქრობდა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პოლიტიკურ შედეგზე. მათ შორის, ნიკა მელიას შემთხვევაშიც იყო გუნდში დისკუსია და მომავალშიც, შესაძლოა, იყოს დისკუსია იმაზე, თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს იმ პროვოკაციას, რაც ნიკა მელიამ გამოიყენა. მან სახელმწიფოს უთხრა, რომ ყველა მოქალაქეზე მაღლა დგას, იმ 400 მოქალაქეზეც მაღლა დგას, ვისაც დღეს სამაჯური უკეთია და არ იხსნის და არ აგდებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რასაც თვითონ იმუქრებოდა და რაც უნდა, რომ საზოგადოებას დააჯეროს, თითქოს გმირია, თავისუფლებისთვის იბრძვის და სამაჯური ძალიან უჭერს მის ამბიციებს და თავისუფლებას, იმაზე უარესი გააკეთა თვითონ, პრაქტიკულად მან თვითონ დაიმძიმა შეზღუდვები, ჩაიკეტა ოფისში, ოთახში და პრაქტიკულად თვით შინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)