11:52 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 11:53:38, 467 ნახვა

საზოგადოება
ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტი გააჩენს ალტერნატიულ გზას, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს და  საავტომობილო ნაკადებს სხვა მიმართულებით გადაიტანს.

„გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობაზე, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ამ პროექტის განხორციელება 2020 წელს გვქონდა დაგეგმილი, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და პრიორიტეტების განსაზღვრიდან გამომდინარე, მოგვიწია მოგვიანებით დაწყება.  განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში  ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზა დაიტვირთა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად გვქონდეს ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე ნაკადების გადატანა და ასევე, ადამიანებს ალტერნატიული გზა გაუჩნდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობას დაახლოებით, 1,5 - 2 წელი დასჭირდება.

„ხიდი განთავსდება უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ და უნივერსიტეტის XI კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის გამავალ გზას დააკავშირებს  ბაგებში, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. უახლოეს მომავალში გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას. დაახლოებით, წელიწადნახევარი-ორი წელი დასჭირდება პროექტის დასრულებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics