|
2021-02-16 15:22:26, 695 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - სრულად მოვახდენთ იმ დოზების მობილიზებას, რაც მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას სჭირდება
„ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, სრულად მოახდინოს იმ დოზების მობილიზება, რაც სჭირდება ქვეყნის 60%-ის ვაქცინაციას და ვაქცინაციის გეგმის მიღწევას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე „ასტრაზენეკას" ვაქცინის უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს. „ექსპერტებთან კონსულტაციები ვაქცინაციასთან დაკავშრებით იზრდება როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანა აქტიურად ემზადება უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად. განიხილება „ასტრაზენეკას" ვაქცინის უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა. გვქონდა საუბარი ასევე „Pfaizer"-ის ვაქცინაზეც. განვიხილავთ მოსალოდნელ ვაქცინებს, რომლებიც არის ავტორიზაციის პროცესში და ეტაპობრივად დაემატება კოვაქსის პლატფორმასაც და მწარმოებელთან პირდაპირი კომუნიკაციის გზითაც იქნება შესაძლებელი ამ ვაქცინების მიღება. ექსპერტებთან ვისაუბრეთ ამ პერსპექტივების შესახებ და სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მოსახლეობის 60%-ის მოცვა მოხდეს დაგეგმილ ვადებში, წლის ბოლომდე“, - განაცხადა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)