|
2021-02-11 10:40:11, 471 ნახვა
საზოგადოება
პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, კერძოდ კი, N37, N39, N41, N43, N45, N47, N49, N51, N53, N55, N57, N59, N61 და N63-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა, რაც წვიმიანი ამინდის დროს გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემის მოწყობის - მილების და ჭების დამონტაჟების შემდეგ, გზის საფარი განახლდება. სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო. „ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, გამგეობის დაკვეთით მოხდა სანიაღვრე ქსელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ამ დროისთვის, შესაბამისი სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. შედეგად, აქ არსებული 14 კორპუსის ტერიტორიაზე წვიმიან ამინდში წყლის დაგუბება აღარ მოხდება, ასევე, განახლდება გზა, რომ ადამიანებმა კომფორტულად გადაადგილება შეძლონ“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. 4 795 კვ. მ ფართობის გზის საფარის მოწესრიგებაზე, 379 669 ლარია გამოყოფილი, სანიაღვრე ქსელის მოწყობის პროექტის ღირებულება კი, 368 910 ლარს შეადგენს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)