|
2021-02-10 12:25:15, 414 ნახვა
საზოგადოება
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე დროებითი სამშენებლო ღობე მოეწყობა
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე დროებითი სამშენებლო ღობე მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ღობე ტროტუარის ზედა ნაწილზე დამონტაჟდება. „თქვენ იცით, რომ რუსთაველის მხარეს არის ორი ტროტუარი და ზედა ნაწილში მოგვიწევს ღობის განთავსება, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. სამუშაოები დაწყებულია და ღობის განთავსება განპირობებულია იმით, რომ უნდა დაიწყოს ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 34 მლნ ლარია და ის 2023 წელს დასრულდება. „თქვენ იცით, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და თითოეულ დეტალს, თითოეულ ორნამენტს, იმ ღირებულ ნაწილს, რომელიც ამ სასახლეს გააჩნია განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. 2023 წელს უნდა დასრულდეს რეაბილიტაცია. სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდება როგორც ფასადზე, ისე ინტერიერში; მოეწყობა ახალი სახურავი; რესტავრირდება პარაპეტები, განხორციელდება სასახლის მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონსტრუქციული გამაგრება, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა ეზოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)