|
2021-02-09 18:16:11, 711 ნახვა
კომენტარი
სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის მოადგილე - ზაზა გახელაძის საქმეს ყალბი თავდასხმების განზრახ გასამეორებლად იყენებენ
ზაზა გახელაძის საქმეს იყენებენ განმეორებითი პროპაგანდისა და განხრაზ ყალბი თავდასხმების განმეორების საბაბად, - აღნიშნულის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოადგილემ, მურად ჯიოევმა განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებამ, საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის საქმეზე, რომელმაც დაარღვია სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გახსნა ცეცხლი, კვლავ გამოიწვია აღშთოფების ქარიშხალი საქართველოს ხელისუფლებისა და მათი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. "ამ საქმეზე უამრავი მწვავე განცხადება და კომენტარი გაკეთდა, რომელიც მოიცავს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო, სტერეოტიული და უხეში შეურაცხყოფის მთელ ნაკადს. აშკარაა, რომ ზაზა გახელაძის საქმეს იყენებენ კიდევ ერთ საბაბად, რათა განხრახ გაამეორონ ყალბი თავდასხმები", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)