|
2021-02-08 16:17:10, 698 ნახვა
საზოგადოება
ამაღლების N3-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამაღლების ქ. N3-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე 18 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის მიხედვით, შენობის საძირკველი და კედლები გამაგრდება. ასევე, ლითონის ელემენტებით ფანჯრები მოეწყობა. კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება, სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, სეისმური სარტყელი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო. „ჩვენს რაიონში ავარიული სახლების პრობლემა მწვავედ დგას. აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლი სრულად დანგრეული იყო და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ, მათი ნაწილი საცხოვრებლად ქირით გადავიყვანეთ. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. ამჟამად, გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. გამაგრებითი სამუშაოებისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 936 000 ლარია გამოყოფილი.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)