|
2021-02-06 09:19:56, 546 ნახვა
საზოგადოება
„ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
კომპანია „ვოლვო ქარსის“ ისტორიაში 2020 წლის მეორე ნახევარში გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კომპანიაში გაზრდილია ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-იან ზრდას წარმოადგენს და არაერთ ქვეყანაში ბაზრის ყველაზე დიდ წილს იკავებს. 2020 წლის მეორე ნაწილში კომპანიის შემოსავალმა 151 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგებამ - 9.5 მილიარდი კრონი. აღნიშნულ პერიოდში მოგება 8.2%-ით გაიზარდა, შემოსავალი 4.9%-ით. ”ჩვენ ეფექტურად ვიმოქმედეთ პანდემიის გავლენის შესამცირებლად”, - განაცხადა ჰაკან სამუელსონმა, „ვოლვო ქარსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ” ჩვენ სწრაფად მოვახდინეთ პანდემიისგან გამოცოცხლება და კომპანიის ისტორიაში საუკეთესო მეორე ნახევარი გვქონდა. ასევე აღსანიშნავია მოთხოვნის ზრდა ჩვენს სრულად ელექტრო და დამუხტვადი ჰიბრიდების ხაზზე, რომელზეც მოთხოვნის ზრდას 2021 წელსაც ველით”. ელექტრო და დამუხტვადი ჰიბრიდების ხაზი 2019 წელთან შედარებით გაორმაგდა, რამაც ევროპის ბაზრის 30% დაიკავა და ვოლვომ წამყვანი პრემიუმ ხარისხის ავტომწარმოებლის სტატუსი მოიპოვა. აშშ-ში ვოლვო წამყვანი ბრენდია დამუხტვადი ჰიბრიდების მიმართულბით. „ვოლვო ქარსის“ ოფიციალური დილერი საქართველოში „ვოლვო ქარ საქართველოა“, რომელიც მომხამრებელს ვოლვოს სრულ სამოდელო რიგს სთავაზობს. „ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმი“ მდებარეობს თბილისში, ზუსტი მისამართია - აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, #5 სრული ფინანსური ანგარიშგება შეგიძლიათ იხილოთ მბულზე.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)