|
2015-10-05 12:09:50, 557 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქება“ სტუდენტებისთვის ახალი საგანია. ანა დოლიძის ლექციაც, სწორედ, ამ სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე სტუდენტებს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურასა და უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხმა, რომელიც არმიაში სუიციდის პრევენციას ეხება. ლექცია-სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თსუ-ში ახალი საგნის - „სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქება“ დანერგვისთანავე თავდაცვის უწყებამ სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მუდმივად აძლევს საშუალებას მომავალ ჟურნალისტებს, ჯარის ცხოვრებას ახლოს გაეცნენ. სტუდენტები გასულ კვირას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდნენ. სამომავლოდ ჟურნალისტებისთვის თავდაცვის უწყებასთან ერთად სპეციალური პროგრამის შემუშავებაც არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)