|
2015-10-04 17:03:53, 689 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულმა კავშირმა 110 წლის იუბილე უცხოელ პარტნიორებთან ერთად აღნიშნა
საქართველოს რკინიგზის პროფესიულმა კავშირმა 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა. საღამო „არტ ჰოლში“ გაიმართა, რომელსაც უცხო ქვეყნის დელეგაციებიც ესწრებოდნენ. „დღეს ჩვენ გვაქვს საიუბილეო თარიღი. საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირი 110 წლისაა. მინდა შემთხვევვით ვისარგებლო და ყველას ეს ღირსშესანიშნავი თარიღი მივულოცო. რამდენიმე დელეგაცია გვესტუმრა. ჩვენტვის მართლაც პრიორიტეტულია აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენს ორგანიზაციაში ბოლო 2–3 წელია დავნერგეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და იმედია წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახაძემ. საიბულიეო ღონისძიებას ესწრებოდნენ, მსოფლიო ტრანსპორტის ფედერაციის რკინიგზის სექტორის მდივანი, ასევე რკინიგზისა და რკინიგზელთა ტრანსპორტის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი. ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, თურქეთის, უნგრეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის,ყირგიზეთის და რუსეთის პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. „ პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავს ღონისძიებაში თურქეთი მონაწილეობს, რადგან თურქეთსა და საქართველოს სარკინიგზო ურთიერთობა არ აქვს. ჩვენ 2016 წლის კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში გვინდა დამატებითი ვალდებულებები დავაკისროთ ადმინისტრაციას, რაც სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დღეს ჩვენ რკინიგზაში გვაქვს შრომის დავები კომისია. იმედია ამ კომისიის მუშაობა და გადაწყვეტილებები ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისად იქნება გათვალისწინებული. მოსალოდნელი გადაწყვეტილებები, რომელიც იწვევ შრომის პირობების შეცვლას, ამ კომისიის მიერ იქნება შესწავლილი“, – აღნიშნა რკინიგზელთა პროფკავშირების თავჯდომარე ზურა ნასარაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)