|
2015-10-04 12:57:53, 777 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ღვინის ხარისხის კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას ვაპირებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მესამე წელია, საქართველოში წარმატებული რთველი ტარდება. როგორც ღარიბაშვილმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში ქართული ღვინის ცენტრის გახსნაზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით, 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. "მესამე წელია, წარმატებულ რთველს ვატარებთ საქართველოში.წელს ასევე ძალიან ბარაქიანი რთველი გქვონდა, 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული დღეის მდგომარეობით. სახელმწიფო ჩაიბარებს ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელსაც კერძო სექტორი არ, ან ვერ ჩაიბარებს. თეთრი ყურძნის შემთხვევაში სახელმწიფო ვუხდით 60 თეთრს, ასევე საფერავში -85 თეთრს.ეს არის მინიმალური ზღვრული ფასი, რომელსაც სახელმწიფო უხდის იმ შემთხვევაში, თუ სხვა კერძო კომპანიები ვერ ჩაიბარებენ ყურძენს.ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ გლეხს აღნიშნული ფასების პირობებში, დაახლოებით, 100 პროცენტიანი მოგება მიეღო, ეს არის, ასე ვთქვათ, ჩადებული ამ ტარიფში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფო აპირებს, ღვინის ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცროს. ცნობისთვის, დღეს ქართული ღვინის დღე აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)