|
2015-10-04 10:52:43, 647 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წყალდიდობის პრევენციის თემაზე ყვარელში სწავლება ჩაატარა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ თანაორგანიზებით, წყალდიდობისას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის სიმულაციური ჩვენება განახორციელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება პროექტის „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია საქართველოში, მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით“ ფარგლებში, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით ჩატარდა. ტრენინგი თეორიული, პრაქტიკული და შემაჯამებელი ნაწილებისგან შედგებოდა. „მდინარე დურუჯის ხეობის ჰიდრომეტეოროლოგიური, მორფოლოგიური და გეოლოგიური მახასიათებლები ღვარცოფული პროცესების პერიოდულად გააქტიურებას განაპირობებს. შესაბამისად, სწავლება მოსალოდნელ საფრთხეზე კოორდინირებული რეაგირების დახვეწის მიზნით ჩატარდა“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. ტრენინგს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“, საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო დახმარების პოლონეთის ცენტრის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ყვარლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)