|
2021-02-01 23:32:23, 718 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - პოლიტსაბჭომ მიიღო მყარი და მკაფიო გადაწყვეტილება, რომელიც ხვალ გახდება ცნობილი
„პოლიტსაბჭომ მიიღო მყარი და მკაფიო გადაწყვეტილება, რომელიც ხვალ გახდება ცნობილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაადასტურებს, ამას მხოლოდ გადაწყვეტილების პროექტი ერქმევა. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს მოსაზრება წარვუდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. მას შემდეგ გახმოვანდება გადაწყვეტილება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ან დაუჭერს მხარს ამ პროექტს ან საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს. ყოველ შემთხვევაში, პოლიტსაბჭოში არის უკვე მისი უმრავლესობით ჩამოყალიბებული მყარად აზრი, თუმცა მის გახმოვანებას ერთადერთი მიზეზით არ ვაპირებთ, ამას სჭირდება თანხმობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. ხვალამდე ვიდრე, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაადასტურებს, ამას გადაწყვეტილებას ვერ დავარქმევთ, უბრალოდ გადაწყვეტილების პროექტია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს პოლიტსაბჭომ გარკვეული პოზიცია მყარად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)