|
2015-10-03 17:21:48, 1566 ნახვა
კომენტარი
გეგა გობეჯიშვილი: გართხილებული ვიყავი ლევან კობიაშვილის წრიდან, რომ ჩემი დაკავება იგეგმებოდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის უკვე ყოფილი დელეგატი გეგა გობეჯიშვილის განცხადებით, ლევან კობიაშვილის წრიდან მეგობრებმა გააფრთხილეს, რომ მისი დაკავება იგეგმებოდა. როგორც გობეჯიშვილმა აღნიშნა, მას სამართალდამცველები უსმენდნენ და ზუსტად იცოდნენ როდის გამოვიდოდა სახლიდან. „დაკავება მოხდა სადარბაზოში, როდესაც მოვდიოდი „ჰოლიდეი ინნ“-ში დასარჩენად, იმიტომ, რომ დილით ვიცოდი ზუსტად, რომ ეს ოპერაცია იყო დაგეგმილი. იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ეს დაკავება, გადავწყვიტე ღამე დავრჩენილიყავი აქ და დილით ჩამოვსულიყავი პირდაპირ ყრილობაზე. არ დაივიწყოთ, რომ ისევ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ყველას გვისმენენ და ზუსტად იცოდნენ როდის გამოვიდოდი. ერთი კვირა არ გამოვსულვარ სახლიდან, იმიტომ, რომ გართხილებული ვიყავი ჩემი მეგობრების მხრიდან, ლევანის წრიდან, რომ ეს იგეგმებოდა ჩემს მიმართ. მელაპარაკა ბევრი ადამიანი“, - განაცხადა გეგა გობეჯიშვილმა. ცნობისთვის, გეგა გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს. იგი სამართალდაცველებმა გვიან ღამით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გობეჯიშვილი დღეს 500 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)