|
2021-01-29 13:54:47, 680 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში დღემდე 13 644 ტაქსის მძღოლია გატესტილი, საიდანაც კორონავირუსი 79-ს დაუდასტურდა
ქვეყანაში დღემდე 13 644 ტაქსის მძღოლია გატესტილი და აქედან კორონავირუსი 79-ს დაუდასტურდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, რელიგიის მსახურებიდან 5 863 პირია გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 1,4%-ია. „ჩვენი ბაზის მიხედვით, დღევანდლამდე 13 644 ტაქსის მძღოლია ქვეყანაში გატესტილი და აქედან 79-ს დაუდასტურდა. 0,6%-ია მაჩვენებელი, საკმაოდ დაბალია ტაქსის მძღოლებში ვირუსის გავრცელება. ბაზრის მოვაჭრე არის გატესტილი 7 284 და 56-ს დაუდასტურდა. ეს არის 0,8%. რელიგიის მსახურებიდან 5 863-ია გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 1,4%-ია. რადგან 1-ელი თებერვლიდან იხსნება სავაჭრო მოლები და მაღაზიები, ამიტომ ინტენსიურად დაიწყო ტესტირება. გუშინდელი 24 საათის მონაცემებით, 1 033 ტესტირების მონაცემები მქონდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე, სკოლის 1 285 პედაგოგია გატესტილი და 8 იყო დადებითი. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ეს აღრიცხვიანობა მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენი შრომის ინსპექციაც აკვირდება, 2 კვირაში ერთხელ რამდენად იტესტებიან და მიმდინარეობს ამის მონიტორინგი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)