|
2021-01-28 18:13:41, 832 ნახვა
კომენტარი
ივერი მელაშვილი - აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს, არ შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში
აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს, არ შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში, - ამის შესახებ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა, სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი. იმიტომ, რომ ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება, ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში", - განაცხადა ივერი მელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ დღეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების სამსახურიდან გაათავისუფლების შესახებ. გარდა ამისა, ბრალდებულები სახელმწიფო საზღვარს შესაბამისი უწყების ინფორმირების გარეშე ვერ გადაკვეთენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)