|
2015-10-03 12:59:29, 1553 ნახვა
კომენტარი
ლევან კობიაშვილი: ცდილობენ ხელოვნურად ჩაშალონ პროცესი, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან
ცდილობენ ხელოვნურად ჩაშალონ პროცესი, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-თან განაცხადა, სადაც მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. როგორც კობიაშვილმა აღნიშა, 18 დელეგატი უკვე დარეგისტრირებულია, რაც ქვორუმისთვი საკმარისია, თუმცა ყრილობა მაინც არ იწყება. „ცდილობენ ხელოვნურად ჩაშალონ პროცესი, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან. 18 დელეგატი არის დარეგისტრირებული, ქვორუმი შემდგარია. ხელოვნურად ქმნიან პრობლემას, რამოდენიმე დელეგატი ჰყავთ ოთახში ჩაკეტილი და მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ შევიდნენ დარბაზში, სადაც ყრილობა უნდა ჩატარდეს. ისინი ხელოვნურად ცდილობენ პროცესი ჩაიშალოს, არ უნდათ აღიარონ, რომ წააგეს ეს არჩევნები, დღეს დამთავრდება ეს“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა. თუ რის გამო არ იწყება საარჩევნო ყრილობა, ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარი არ გაკეთებულა. საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)