12:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 12:10:29, 746 ნახვა

საზოგადოება
სასტუმრო „ ჰოლიდეი ინნ“-თან ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

„კობი დავიბრუნოთ ფეხბურთი“, „არა არველაძეს, ეს ჩვენი ბრძოლაა“, „გულშემატკივრები ვირჩევბთ კობის“ - ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით არიან შეკრები სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-თან ფეხბურთის ფედერაციის  პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილოის მხარდამჭერები.

ისინი დელეგატებს მოუწოდებენ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ.

ლევან კობიაშვილის მხარდამჭერია ფეხბურთელი გივი კვარაცხელიაც.

მისი განცხადებით, დღეს ქართულ ფეხბურთს უნდა ახალი სისხლი და კობიაშვილის სახით ამ სპორტს კარგი მომავალი ელოდება.

 „დღეს საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს და იმედია, რომ ლევან კობიაშვილი გაიმარჯვებს. სხვანაირად ქართულ ფეხბურთს არ ეშეველება. პირდაპირ ვიძახი ამას და ვუჭერ მხარს ლევან კობიაშვილს. ფეხბურთს უნდა ახალი სისხლი და ლევან კობიაშვილის სახით ქართულ ფეხბურთს კარგი მომავალი ელოდება“, - აცხადებს ფეხბურთელი გივი კვარაცხელია.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა.

თუ რის გამო არ იწყება საარჩევნო ყრილობა, ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარი არ გაკეთებულა.

საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics