|
2021-01-26 12:07:29, 620 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, სასწავლო დაწესებულებების ამოქმედებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
„როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები სწრაფად გაიხსნას. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4% რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)