|
2015-10-02 17:55:18, 1173 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გოზალიშვილი: სამწუხაროდ, ბანალური ავადმყოფობის შემთხვევაშიც ანტბიოტიკებს ნიშნავდნენ
ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენების უარყოფით შედეგებზე ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გოზალიშვილი საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა უკვე კარგა ხანია არსებობს. „მახსოვს,ადრეულ წლებშივე, როდესაც საქართველოში ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო, ჩემი კოლეგა ექიმები ძალიან რთულად აღიქვამდნენ ხოლმე, რომ ბანალური ავადმყოფობის დროს არ იყო საჭირო ანტიბიოტიკების დანიშვნა. როდესაც გაიდლაინები შემოვიდა, აღმოჩნდა, რომ უცხოელი ექიმები არ იყენებდნენ ანტიბიოტიკებს მსგავს სიტუაციებში და ეს საკმაოდ მძიმედ აღიქვეს მედიკოსებმა, განსაკუთრებით პედიატრებმა. ისინი კარგა ხანს მსგავს ქმედებებს აგრძელებდნენ კიდეც. ვთვლი, რომ ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით სოფლის ექიმებში. რეგიონებში, სწრაფი ეფექტის მოხდენის მიზნით მართლაც უაზროდ ნიშნავენ ანტიბიოტიკებს. ექიმი უნდა კითხულობდეს ყოველდღიურად, ეცნობოდეს ინფორმაციას. უამრავი ახალი მედიკამენტი, მათ შორის ანტიბიოტიკი გამოდის და ძლიერი მოქმედების წამლის დანიშვნა არ შეიძლება, თუ ამას გადაუდებელი საჭიროება არ მოითხოვს“, – აცხადებს გოზალიშვილი. „ვფიქრობ,ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო მეტი ახსნა-განმარტება უნდა მისცეს ექიმებს, ჩაუტაროს სხვადასხვა სწავლებები, რომ ბანალური დაავადების დროს არ არის საჭირო ძლიერი ანტიბიოტიკის გამოყენება. ეს ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია, რადგან მომავალში, უფრო რთული ავადმყოფობის დროს, გართულდება შესაბამისი ანტიბიოტიკის შერჩევა. ანტიბიოტიკი სპობს ადამიანის მიკროფლორას და სხვა დაავადებების განვითარების საფუძველი ხდება. თუმცა, ამ პრობლემის გადაჭრას ხელს უწყობს რეცეპტული სისტემა, რომ მოქალაქეებმა თვითმკურნალობის მიზნით არ შეიძინონ და მიიღონ ანტიბიოტიკები“, – აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის წევრი. მისივე განცხადებით, მცდარია, მოსაზრება, როცა პაციენტები თვლიან, რომ თუ რომელიმე დაავადებაზე ინტერნეტში წაიკითხავენ ინფორმაციას, თავად შეუძლიათ მკურნალობის დანისვნა და ჩატარება. „ეს ნამდვილად დაუშვებელია. ისევ ანტიბიოტიკებს რომ დავუბრუნდეთ, თუ პაციენტის მგრძნობელობა არ იქნა შემოწმებული ამა ტუ იმ ანტიბიოტიკზე, მკურნალობის დაწყებასაც არ ექნება აზრი. ასევეა სხვა მედიკამენტებიც. ჩვენ ვიცით, რომ პრეპარატები დაყოფილია სამ ჯგუფად და ურეცეპტოდ გაიცემა ის, რომელსაც ასეთი ცუდი გავლენის მოხდენა არ შეუძლია ადამიანის ორგანიზმზე. ურეცეპტოდ უნდა გაიცემოდეს ისეთი წამლები, რომელთა მოქმედებაც სწრაფია, სიცხის ან წნევის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ა.შ. დანარჩენი მედიკამენტები, რომლებითაც უკვე მკურნალობის ჩატარებაა შესაძლებელი, მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით უნდა გასცეს აფტიაქმა“, - აღნიშნა გიორგი გოზალიშვილმა.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)