|
2015-10-02 17:49:15, 2751 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა სტიქიით და ხანძრით დაზარალებულ 11 ოჯახს დაეხმარება
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს, რომლებიც მეწყრის და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ფინანსურ დახმარებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ეხებოდა. კერძოდ, კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქ. ბათუმის მერიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ წარმოდგენილი მეწყერის შედეგად დაზარალებული 6 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების და შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე. 11 ოჯახთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, 2 ოჯახთან დაკავშირებით შესაბამის მუნიციპალიტეტებს ეთხოვა მომდევნო სხდომაზე წარმოადგინონ დაზუსტებული ინფორმაცია. აღნიშნული 11 ოჯახიდან 4 ოჯახი (ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან) ბინებით დაკმაყოფილდება ქ. ბათუმში მდებარე თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში, ხოლო ხანძრის შედეგად დაზარალებულ 6 ოჯახს გაეწევა ფინანსური დახმარება. აღნიშნულ ოჯახებთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული სარეკომენდაციო გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)