00:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 13:17:15, 454 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი: პრემიერის უნიათო გამოსვლას ვერ შევაფასებ

„საერთოდ არ მიმაჩნია სწორად მისი უნიათო გამოსვლა შევაფასო, ეს უნიათობა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე ჩანს“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე.

მაჭავარიანის შეფასებით, პრემიერი უნიათობის განსახიერებაა და „გაგებაში არ არის“ ქვეყანაში რა ხდება.

„საერთოდ არ მიმაჩნია სწორად, რომ გაეროში პრემიერის უნიათო გამოსვლა შევაფასო. ჩემი შეფასებით პრემიერი არის უნიათო. მისი უნიათობა ჩანს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. საერთოდ როგორ შეიძლება ამ ადამიანთან დაკავშირებული რამე შევაფასო? სამი წელია ქვეყანა უკან მიდის. რა გაეროში გამოსვლა? ის უნიათობის განსახიერებაა და გაგებაში არ არის ქვეყანაში რა ხდება.  ღარიბაშვილი ლაპარაკობს ერთს და აკეთებს მეორეს.  მან როგორც კი თქვა, რომ ქვეყანაში წინ მიდის საქმე და 90 ათასი სამუშაო ადგილი  შექმნა მთავრობამ, ჩემთვის აქ დამთავრდა მისი უნიათო გამოსვლის შეფასება“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანმა ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი სამარცხვინოდ დაიწყო.

„სამარცხვინოდ დაიწყო ეს ვიზიტი. პრემიერმა და პრეზიდენტმა ვერ გაიყვეს,  ასევე პრემიერი სამარცხვინოდ იქცევა როდესაც ელჩი არ გაუშვა ვაშინგტონში იმიტომ რომ იქაც ხომ საქართველოს საქმე კეთდება ხომ?“, - განაცხადა მიხელ მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics